auctioni.ge wishlist0

მრისხანების მტევნები პროდუქციის #42-5379224

წიგნები
20.00b
მრისხანების მტევნები

დეტალური ინფორმაცია

მრისხანების მტევნები

ჯონ სტაინბეკი

კატეგორია: ახალი თარგმანები, აკრძალული წიგნების თარო

გვერდები: 632

ფორმატი: 15X21

ყდა: რბილი

ფასი: 20.00 ლარი

დიდი ამერიკელი მწერლის – ჯონ სტაინბეკის რომანი „მრისხანების მტევნები“ 1939 წელს გამოიცა. წიგნი გამოსვლისთანავე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. კონსერვატორები ავტორს კომუნისტობას სწამებდნენ, ამერიკული ინდივიდუალიზმის უარყოფაში სდებდნენ ბრალს; მიწათმფლობელებსა და მსხვილ მეწარმეებს მშრომელთა შეგულიანება აფრთხობდათ; მშობლები და მასწავლებლები ენას უწუნებდნენ; მრევლი მკრეხელობის, ძალადობისა და გარყვნილების წაქეზებას აბრალებდა. რომანი იმავე წელს აიკრძალა, უფრო მეტიც, ზოგიერთ ქალაქში საჯაროდ დაწვეს კიდეც. თუმცა ამ ყველაფერმა წიგნს უდიდესი პოპულარობა მოუპოვა: 1939 წელს „მრისხანების მტევნები“ ბესტსელერი გახდა, 1940-ში ეროვნული წიგნის ჯილდო მიიღო, იმავე წელს კი პულიცერის პრემია დაიმსახურა. 1962 წელს, როდესაც ჯონ სტაინბეკს ნობელის პრემია მიანიჭეს, კომიტეტმა ერთ-ერთ ძირითად მიზეზად „მრისხანების მტევნები“ დაასახელა.

auctioni.ge მიწოდების პირობები

კომენტარი

კომენტარის დაწერა